პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება.
„მალე კარიერას დავასრულებ. ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე და ფეხბურთისთვის გავწირე. ალბათ ერთი ან ორი წელი დამრჩა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ნამდვილად. ძალიან ვტკბები ამ მომენტით“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ 2026 წლის ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 41 წლის იქნება.









