„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, მიმდინარე სეზონში გუნდში უფრო დიდი კონკურენციაა და ამიტომაც, ყველა ფეხბურთელი უფრო მონდომებულია, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.
„მიმდინარე სეზონში მეტი კონკურენციაა. ეს ყველას უბიძგებს, რომ თავი მაქსიმალურად გამოიჩინოს. იგრძნობა, რომ გუნდი პროგრესირებს და უფრო ძლიერია. კლუბმა სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი იმუშავა, რაც აჩვენებს ჩვენს სურვილს, კვლავ საუკეთესო გუნდებს შორის ვიყოთ.
ბევრს ვმუშაობ, რომ უფრო სტაბილური გავხდე. ვცდილობ, პროგრესი განვაგრძო, მაქსიმალურად ეფექტური ვიყო. მინდა მეტი გოლი გავიტანო, რათა დავეხმარო კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნებაში. ყველას გვინდა, რომ „სენტ ეტიენი“ იმ ადგილას დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს.
საქართველოს ნაკრები? შეგვეძლო უკეთესი შედეგის მიღწევა. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება დაგვეხმარება განვითარებაში და მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. ეს არის ჩვენი მიზანი და ყველა ამაზე ოცნებობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 12 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.









