სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:42 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "არ ვჩქარობ, ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

“ჯერ პასუხი არ ვიცი. არ ვჩქარობ. მშვიდად ვარ საკუთარ თავთან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, კლუბი რომ დამიკავშირდეს, მაინც არ ვუპასუხებ ამ კითხვას. რადგან ასევე უნდა გავიგო, რა არის ჩემთვის საუკეთესო. ახლა მშვიდად ვარ, არ ვჩქარობ და ამ ეტაპზე სხვას არაფერს ველი“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი შანსია, ესპანური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178944