სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:06 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საარბიტრაჟო კომიტეტი: "ვიტინია ჯარიმდებოდა, კვარაცხელიას გოლი უნდა გაეუქმებინათ"

საფრანგეთის საარბიტრაჟო კომიტეტმა ლიგა 1-ის მორიგი ტურის დასრულების შემდეგ სადავო ეპიზოდები გაარჩია. მათ შორის, „ლიონი“ - პსჟ-ს შეხვედრაში, რომელშიც ასეთი მომენტი მრავლად იყო.

ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, რომელიც მათი განცხადებით, უნდა გაუქმებულიყო. როგორც კომიტეტმა დაადგინა, ვიტინია „ლიონის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ ჯარიმდებოდა, შესაბამისად, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და ჯარიმა „ლიონის“ სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო.

„ამ სიტუაციის ანალიზი საკმაოდ რთულია, რადგან ის ინტერპრეტაციისთვის სხვადასხვა კრიტერიუმს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის მარჯვენა ფეხი “ლიონის” მოთამაშეს საყრდენ ფეხზე ოდნავ ადრე ეხება, ვიდრე ბურთს, რაც „ლიონის“ მოთამაშის დაცემის მიზეზი შეილება ყოფილიყო, ჩვენი დასკვნაა, რომ სწორი იქნებოდა გოლის გაუქმება და თამაშის განახლება „ლიონის“ სასარგებლოდ ჯარიმით“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა თქმა უნდა, ეს დასკვნა არაფერს შეცვლის და კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ტოპლიგებში მას 33 გოლი გაუხდა, რითაც საქართველოს ისტორიაში რეკორდსმენია, ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს გადაასწრო, რომელთა აქტივში 32-32 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095801