კალათბურთი

2:17 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 5 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ თურქული „ტოფაში“ 80:70 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად, ქართველი ცენტრი არ ყოფილა საუკეთესო: მან 21 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ D ჯგუფში 4 მოგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, „ტრაპანის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162075