მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ენდრიკი კარიერას ფრანგულ „ლიონში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, 6-თვიან იჯარაზე, რომელიც გამოსყიდვის უფლების გარეშე იქნება. ბრაზილიელს იანვარში „ლიონში“ გადასვლა სურს და მიზანსაც მიაღწევს.
ენდრიკს ჩაბი ალონსო საერთოდ არ ენდობა, მიმდინარე სეზონში ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ბრაზილიელს უნდა, რომ მუნდიალზე მოხვედრის შანსი ჰქონდეს, ამიტომაც, სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ეცდება, რომ კარლო ანჩელოტის თავი „ლიონიდან“ მოაწონოს.
თავის მხრივ, „ლიონს“ ძალიან სჭირდება კვალიფიციური შემტევი, რისთვისაც ფინანსური რესურსიც არ აქვს და ენდრიკის იჯარა მისთვისაც იდეალური გამოსავალია.
19 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 37 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო, მანამდე სამშობლოში, „პალმეირასის“ მაისურით თამაშობდა.









