სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:45 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სკაუტი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში გადაიყვანა, სამუშაოდ "არსენალში" მიდის

„ნაპოლის“ სკაუტინგის სამსახურის უფროსი მაურიციო მიკელი იტალიურ კლუბს ტოვებს და კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს.

მიკელი უკვე დათანხმდა ინგლისელთა შეთავაზებას, სადაც ის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეა ბერტამ მიიწვია. მაურიციომ „ნაპოლიში“ წლების განმავლობაში შესანიშნავად იმუშავა. სწორედ მისი სკაუტინგის წყალობით იტალიურ კლუბში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი აღმოჩნდა - მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც.

გარდა ამისა, მიკელის სახელს უკავშირდება „ნაპოლიში“ კიმ მინ-ჯეს გადაყვანა, ხოლო თავის დროზე იტალიაში მან წაიყვანა მარეკ ჰამშიკი, რომელიც ძალზე პატარა ასაკში „ბრეშაში“ მოხვდა.

მაურიციო მიკელი ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტს მალე ოფიციალურად გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096824