სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:17 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეიზე ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალის" მეტოქე "ატლეტიკო ანტონიანო" (მე-4 დივიზიონი) იქნება. ლუკა გაგნიძის "გრანადა" მესამე დივიზიონში მოასპარეზე "ტენერიფეს" დაუპირისპირდება, ხოლო იური ტაბატაძის "კადისის" მოწინააღმდეგე მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "მურსია" იქნება.

ესპანეთის თასის მეორე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება და შეხვედრები 2-4 დეკემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში გუნდები 1/16 ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, სადაც ასპარეზობაში ჩაერთვებიან სუპერთასის მონაწილე ოთხი გუნდი: "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო" და "ბილბაო".

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09956