კალათბურთი

12:20 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" მამუკელაშვილის გარეშე მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩები გაიმართა, სადაც "ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "ბრუკლინ ნეტსი" 10 ქულიანი სხვაობით 119:109 დაამარცხა.

"ტორონტოს" რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც ცნობილი ხდება მამუს ტკივილები აწუხებს კისრის არეში და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით მოუწევს უქმობა.

მატჩში საუკეთესო კალათბურთელი სტუმართა მხრიდან იმანუელ ქვილი გახდა, რომელმაც "ბრუკლინის" კალათში 24 ქულა ჩააგდო, ხოლო ბრენდონ ინგრიმის ანგარიშზე 25 ქულა იყო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 6 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს გამართავს და სტუმრად "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176142