"ბარსელონას" 37 წლის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებით "მილანი" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას საშა ტავოლიერი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მილანის" წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ პოლონელ თავდამსხმელს მათი პროექტი მოეწონება და უახლოეს კვირებში ლევანდოვსკი აგენტთან პინი ზაჰავისთან შეხვედრას გეგმავენ. როგორც ირკვევა, აგენტთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სახელფასო პაკეტი იქნება, რომელიც რაღა თქმა უნდა თავსებადი უნდა იყოს "მილანის" ფინანსურ ლიმიტებთან.
ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც "მილანისთვის" კარგი საშუალება იქნება, რომ ფეხბურთელი უფასოდ გაიფორმოს. ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.









