ფეხბურთი

14:20 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

"სან პაულოს" ფეხბურთელმა ოსკარმა სამედიცინო გამოკვლევების დროს გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, 34 წლის ფეხბურთელს გულის პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც შესაძლოა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

ბრაზილიური გამოცემების მიხედვით, ოსკარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დანარჩენი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ოსკარმა "სან პაულოსთან" კონტრაქტი 2025 წლის 3 იანვარს გააფორმა და მას შემდეგ 21 მატჩში თავი 2 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097843