კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გადაცემა El Mati de Catalunya Radio-ში კომენტარი ლიონელ მესის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, არგენტინელის "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი არარეალისტურია.
"არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ მესი კამპ ნოუს ეწვია. მეც ამის შესახებ ინტერნეტის საშუალებით გავიგე. კამპ ნოუ მესის სახლია და მას უფლება აქვს როცა მას მოესურვება იქ მაშინ მივიდეს.ვფიქრობ, რომ მესის როგორც ფეხბურთელად დაბრუნების საკითხი "ბარსელონაში" არარეალისტურია და ეს არ მოხდება.
უახლოეს მომავალში საუკეთესო ფეხბურთელების პატივსაცემად ღონისძიების ჩატარება მინდა და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი მესისაც მოეწონება. ზოგადად წარსულში რაც მოხდა და როგორც მოხდა არაფერს არ ვნანობ. ცხადია მესის გაცილება ისეთი არ გამოვიდა, როგორც ის იმსახურებს, თუმცა იმ მომენტში სხვანაირად ვერ მოხდებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც "კამპ ნოუ" მოინახულა და ამასტან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში პოსტიც გაავრცელა. (იხილეთ ვრცლად)
ლიონელ მესი "ბარსელონას" მაისურით 2025-2021 წლებში თამაშობდა, არგენტინელმა 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა გააკეთა.









