სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:51 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვის რამდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს? CIES-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა ფეხბურთელების ასაკის, მიღწევებისა, თამაშის ხარისხისა და ჩემპიონატის დონის მიხედვით ჩაატარა კვლევა და დაასახელა ტოპ 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, სადაც რეიტინგში მოხვდა პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ფეხბურთელი CIES-ის რეიტინგში მე-10-11 ადგილს ვინისიუს ჟუნიორთან ერთად იყოფს. ორივე ფეხბურთელის ხელფასი დაახლოებით 16.2 მილიონი ევრო უნდა იყოს, რაც კვარაცხელიას რეალურ ხელფასს 4 მილიონით აღემატება.

კლევის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" შემტევი კილიან მბაპე უნდა იყოს და მისი ხელფასი წელიწადში 22.8 მილიონი უნდა იყოს. მეორე ადგილზეა მოჰამედ სალაჰი 17.9 მილიონით, ხოლო მესამე ადგილს ჯუდ ბელინგემი იკავებს 17.5 მილიონი ევროთი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენში" 2025 წლის იანვარში გადავიდა და მისი ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 12 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174062