პეპ გვარდიოლამ 2025-2026 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "მანჩესტერ სიტი" დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხილვები უკვე დაწყებულია და ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ ყველაფერთან ერთად, თუ გვარდიოლა მანჩესტერულ კლუბს დატოვებს ის და მისი სამწვრთნელო შტაბი მზად არიან კლუბს ახალი მწვრთნელის მოძიებაში დაეხმარონ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა "ქალაქელებთან" ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერლიგა ექვსჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ.









