გუშინ ღამით, მძარცველებმა ლონდონის "არსენალის" შემტევის რაჰიმ სტერლინგის სახლის გაძარცვა სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, როდესაც მძარცველები სახლში შესვლას მეორე სართულიდან ცდილობდნენ ამ დროს სახლში სამ შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა სტერლინგი. ფეხბურთელმა მტვრევის ხმა გაიგონა, სამზარეულოს დანა აიღო და მძარცველებს დახვდა, თუმცა ისინი გაიქცნენ, რადგან როგორც ირკვევა მძარცველებს ეგონათ, რომ სახლში არავინ არ იყო.
რაჰიმ სტერლინგმა აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადა და ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სტერლინგი 2022 წელს ერთხელ უკვე გახდა ძარცვის მსხვერპლი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დატოვება და ოჯახთან დაბრუნება მოუწია.









