საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა, როგორც საკუთარ თავზე, ისე რაია შერკისა და დაიო უპამეკანოს შესახებ:
„ყოველთვის უნდა განვითარდე, როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე. მე ყოველთვის ვცდილობ გაუმჯობესებას. იმედი მაქვს, 2025 წლის კილიანი 2026 წლისაზე უარესი იქნება.
შერკი? ის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ვფიქრობ, მას ნიჭი აქვს, რომელსაც მაქსიმალურად იყენებს. ის თანდაყოლილი, სანახაობრივი ნიჭია. ის ძალიან კარგად არის ინტეგრირებული„მანჩესტერ სიტიში“, რაც ადვილი არ არის. იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს. მან კარგად დაიწყო ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე კარგი იქნება, როგორც „მანჩესტერ სიტიში“ იყო.
უპამეკანო? ის ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ჩემთვის ის ერთ-ერთი დომინანტი მცველია. მას შეუძლია თავდამსხმელების წინააღმდეგ დუელების მოგება. დიდ კლუბში, „ბაიერნში“ თამაშობს, მასზე უკეთესი ბევრი არ არის... მაგრამ უკეთესებიც არიან. არაფერს ვიტყვი, ამ დებატებში არ შევალ მისი კლუბისა და მის მიმართ პატივისცემის გამო, რადგან ვიცი, რომ თუ რამეს ვიტყვი, მასზე ზეწოლა დაიწყება, მაგრამ როდესაც ამ კალიბრის მოთამაშეზე საუბრობ, ყველა კლუბი მის დამატებას ეცდება“, - თქვა მბაპემ.









