ფეხბურთი

20:10 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოსკარი, რომელიც ამჟამად „სან პაულუში“ თამაშობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოსკარს რამდენიმე თვის წინ მოტეხილობის გამოკვლევის დროს გულის ანომალია აღმოჩნდა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის გაგრძელების უფლება მისცეს. სამხრეთამერიკელის გულის პრობლემა ისევ შეექმნა და საავადმყოფოში მოხვდა.

ამჟამად მისი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შემდგომი გამოკვლევების ჩასატარებლად დაკვირვების ქვეშ რჩება.

ოსკარი „შანხაი პორტიდან“ სამშობლოში წელს დაბრუნდა და „სან პაულუს“ მაისურით 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092477