„ვულვერჰემპტონის“ მთავარ მწვრთნელად რობ ედვარდსი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა სპეციალისტმა კლუბი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. ედვარდსი აქამდე „ფორესტ გრინში“, „უოტფორდში“, „ლუტონსა“ და „მილდსბროში“ მუშაობდა. სწორედ მან გადაიყვა „ლუტონი“ პრემიერლიგაში 2023 წელს.
ის ძალიან კარგად იცნობს „ვულვზს“, რადგან 2004-2008 წლებში „მგლებში“ მაისურით 111 მატჩში ითამაშა (1 გოლი).
„ვულვზი“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ მოუგებლად და მხოლოდ 2 ქულით ბოლო ადგილზეა.









