ფიბა ევროპის თასის მეხუთე ტურში საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ბერძნულ „პერისტერის“ უმასპინძლა, რომელთანაც უშანსოდ დამარცხდა.
სტუმრებმა ოთხივე პერიოდში დამაჯერებლად აჯობეს კოტე ტუღუშის გუნდს და საბოლოოდ, 101:53 გაიმარჯვეს.
„ქუთაისის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ტაირი ბოიკინი იყო 13 ქულით, 12 ქულა მიითვალა ლუკა ალავიძემ, ხოლო ნიკოლოზ სოსელიამ გუნდს 11 ქულა შესძინა. „პერისტერიში“ 18 ქულით იაკობ ვან ტუბერგენი გამოირჩა.
„ქუთაისი“ ჯგუფში 1 მოგებით და 4 წაგებით ბოლო ადგილზეა, ბოლო ტურში კი 19 ნოემბერს, სტუმრად „ბილბაოს“ შეხვდება.
„ქუთაისი“ – „პერისტერი“ 53:101 (16:22, 7:26, 16:26, 14:27)









