საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ესპანეთთან მოახლოებული მატჩის წინ ისაუბრა.
„ვემზადებით მოახლოებული მატჩებისთვის, ძალიან რთული თამაშები გველოდება, მითუმეტეს, რომ წინა შეკრებაზე ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. რეაბილიტაცია გვჭირდება, რომ კარგად ვითამაშოთ. ყველანი მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ მოახლოებულ მატჩებში“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.





