ფეხბურთი

22:15 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონის შვილმა ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებში ჰეთ-თრიქი შეასრულა

ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ლუის ტომას ბუფონი ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებში თამაშობს და ოფიციალური დებიუტიც შესანიშნავი გამოუვიდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ჩეხეთის 19-წლამდელებმა აზერბაიჯანი 6:1 გაანადგურეს, ხოლო ბუფონის 17 წლის შვილი მოედანზე საუკეთესო იყო - ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ბუფონმა მეტოქის კარი 54-ე, 64-ე და 93-ე წუთებზე დალაშქრა. ლუის ბუფონი „პიზაში“ ირიცხება და მიმდინარე სეზონში დებიუტი სერია A-შიც ჰქონდა და იტალიის თასზეც.

რატომ თამაშობს ჯიჯის შვილი ჩეხეთის ასაკობრივ ნაკრებში? მას ჩეხური მოქალაქეობაც აქვს, რადგან ჩეხი დედა ჰყავს - ალიონა სერედოვა. იტალიაში უფრო დიდი კონკურენციაა, ამიტომაც, პატარა ბუფონმა ჩეხეთი აირჩია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099663