ფეხბურთი

0:43 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "ანჩელოტის ბრაზილიელი ხალხის გაბედნიერება სურს"

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა „სელესაოს“ შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ანჩელოტის ყველაფერი აქვს, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანოს:

„ანჩელოტისთან ერთად ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, სათამაშო მოდელს ვქმნით. მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამ იდენტობის პოვნა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მანამდე მხოლოდ რამდენიმე თამაში დარჩა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენი შანსის დრო დადგა. ანჩელოტი ინარჩუნებს იმ იდეებს, რაც ჰქონდა სხვა გუნდებში, სადაც მუშაობდა. ის ფეხბურთელებში თავდაჯერებულობას აღძრავს, ცდილობს გააძლიეროს თითოეული მოთამაშის მახასიათებლები იმ პოზიციაზე, სადაც მათ საუკეთესოდ შეუძლიათ. ის ყოველთვის ამბობს, რომ სურს ბრაზილიელი ხალხის გაბედნიერება, ისეთი ფეხბურთის დაბრუნება, როგორიც ყოველთვის გვქონდა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩვენი დიდი მიზანია. ატმოსფერო ძალიან მშვიდია და ეს მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ უკვე გვაქვს ვნება და ენთუზიაზმი და ეს ყველაფერს აადვილებს. ის ფაქტი, რომ ის სიმშვიდეს გვანიჭებს და ჩვენს საქმეს აადვილებს, რაც გადამწყვეტია. გვჭირდება გამარჯვება, რომ ეს ყველაფერი დაგვიფასდეს“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ფინალურ ტურნირამდე ამხან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172815