ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნი“ დაძაბულ ბრძოლაში 75:74 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 28 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ბაიერნის“ რიგებში არ უთამაშია კამარ ბოლდუინს, რომელსაც ტრავმა აქვს და ნოემბერში საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
„ბარსელონა“ 6 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, შენგელიას ყოფილ გუნდს, „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებს.









