ფეხბურთი

10:26 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გამოცხადდა სტადიონები, რომლებიც ევრო 2028-ის გახსნისა და ფინალის მასპინძლები იქნებიან

უელსურ კარდიფში მდებარე სტადიონი „პრინსიპალიტი“ ევრო 2028-ის ოფიციალური გახსნის ადგილად შეირჩა, ხოლო ლონდონის „უემბლის“ სტადიონი ნახევარფინალებსა და ფინალს უმასპინძლებს, წერს Daily Mail.

2028 წლის ევროპის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში გაიმართება: ინგლისში, უელსში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. ოცდაოთხი გუნდი 51 მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 2028 წლის 9 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 9 ივლისს დასრულდება.

ინგლისი ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მანჩესტერში, „ეტიჰად“ სტადიონზე ჩაატარებს, ხოლო შემდეგ ორს - „უემბლიზე“. ირლანდია, შოტლანდია და უელსი შესაბამისად დუბლინში, გლაზგოსა და კარდიფში ითამაშებენ.

თეგებიევრო 2028
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093737