ფეხბურთი

11:08 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, პირობები გაირკვა

გამოცემა Canal+-ის ცნობით, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა შესაძლოა ბრაზილიის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართოს 2026 წლის გაზაფხულზე.

ბრაზილიასთან მატჩი 28 მარტს, აშშ-ს ქალაქ ბოსტონში არის დაგეგმილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საფრანგეთი ამ თვეში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ საგზურს მოიპოვებს.

ბრაზილიამ უკვე დაიბევა ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი. საფრანგეთი D ჯგუფს ლიდერობს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის მოსაპოვებლად დარჩენილი ორი მატჩიდან ერთი გამარჯვება სჭირდება.

13 ნოემბერს, საფრანგეთი უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 16 ნოემბერს აზერბაიჯანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172014