ევრო 2028-ის იდენტობის ოფიციალური წარდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართა. ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გახდა ცნობილი.
„ტურნირის ბრენდის იდენტობა გულშემატკივრებს სანახაობრივად წარუდგინეს ზუსტად 20:28 საათზე, ადგილობრივი დროით, გიგანტურ ეკრანებზე, ლონდონის პიკადილი სირკუსზე.
ამავდროულად, ახალი ლოგო, მასპინძელი ქალაქის ლოგოებთან ერთად, წარმოადგინეს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მასშტაბით ადგილობრივ ღონისძიებებზე, მათ შორის ცნობილ ღირსშესანიშნაობებზე სინათლის პროექციებით და ქალაქის ცენტრებში ციფრული ეკრანებით.
ევრო 2028-ის იდენტობა არის ზეიმი, რაც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის: ემოცია, ერთიანობა და გაზიარებული გამოცდილების სიხარული. 2028 წლის ზაფხულში ჩვენ ყველანი ფეხბურთის ენაზე ვისაუბრებთ და ჩვენი ბრენდის იდენტობა გადმოსცემს გულშემატკივრების ვნებას, რომელთა ხმები, ენერგია და ენთუზიაზმი თამაშს აცოცხლებს.“ - წერია უეფას ვებ-გვერდზე.







