პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ დუბლინის „ავივას“ სტადიონზე მტრულ დახვედრას ელის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიასთან მატჩში.
„სტადიონი დამისტვენს, ამას შევეჩვიე და იმედი მაქვს, რომ შესაძლოა ამან სხვა მოთამაშეებზე ზეწოლა შეამსუბუქოს. უპირველეს ყოვლისა, მინდა თამაშით ტკბობა. თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ვიცით, რომ გამარჯვება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის გარანტიას გვაძლევს. გვინდა ყველა საკითხი ახლავე მოვაგვაროთ“.
ვიცი, როდის ვარ სასარგებლო, როდის ვთამაშობ კარგად და როდის არა. თამაშის ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. ეს მხოლოდ სიტყვებია. მინდა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ირლანდიის ნაკრები მებრძოლი გუნდია, გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ, ისინი უფრო შთაგონებულები იქნებიან, ჩაწოდებები კუთხურებს დაემსგავსება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს A Bola.
ირლანდიასა და პორტუგალიას შორის მატჩი ხუთშაბათს, 13 ნოემბერს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.









