ფეხბურთი

13:17 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ არჩევანი გააკეთა მწვრთნელობასა და კლუბის მფლობელობას შორის

„ინტერ მაიამის“ ვარსკვლავმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და კლუბის მფლობელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელად ხელმძღვანელობას შორის არჩევანი გააკეთა.

„კლუბის მფლობელი ვიყო თუ მწვრთნელი? კლუბის მფლობელობა მირჩევნია“, - ციტირებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო მესის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. საკლუბო კარიერის განმავლობაში ის „ბარსელონაში“, პსჟ-სა და „ინტერ მაიამიში“ თამაშობდა. მან რვა „ოქროს ბურთი“ მოიგო (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021, 2023).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099897