კალათბურთი

14:18 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შედეგიანი 16 წუთი და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკში"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი გამართა და სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსი“ 124:107 დაამარცხა.

„ორლანდომ“ პირველივე პერიოდიდან მოიპოვა უპირატესობა, რომელიც მეორე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, საკმაოდ მშვიდად და ადვილად მოიგო.

ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდა - 16 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი არ უსვრია. ასე რომ, 100%-იანი სიზუსტით უტევდა.

„ორლანდო მეჯიქში“ საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 28 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, ხოლო „ნიუ იორკში“ ჯალენ ბრენსონი 31 ქულით გამოირჩა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მოგებით და 6 წაგებით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 ნოემბერს, „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170567