სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:54 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ესპანეთის მატჩის ფრანგი არბიტრი იმსაჯებს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ფრანგები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი 42 წლის ბენუა ბასტიენი იქნება, რომელსაც 2021 წლის 25 მარტს, სტოკჰოლმში, შვედეთი - საქართველოს მატჩი აქვს ნამსაჯი, რომელიც სკანდინავიელებმა 1:0 მოიგეს. ეს ვილი სანიოლის სადებიუტო მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში.

ბენუა ბასტიენმა 9 ნოემბერს, „ლიონი“ - პსჟ-ს შეხვედრა იმსაჯა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გოლის გაუქმებას ლიონელები ითხოვნდნე, მაგრამ ბასტიენმა მომენტი სხვაგვარად განსაჯა.

გვერდითი მსაჯების როლში ჰიშამ ზაკრანი და ორელინ ბერთომუ იქნებიან, მეოთხე მსაჯი რომან ლისორჟია, ხოლო VAR-ის ოთახში მატიე ვერნისი დ ბელგიელი ნათანიელ ვერბომენი იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085953