თამაშგარე

17:07 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო და ყაჩაღები

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, 58 წლის რობერტო ბაჯო, ამჟამად მშვიდად ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად სავენას რეგიონში, ქალაქ ვიჩენცას მიმდებარე პატარა სოფელში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ 2024 წლის ივნისში, როდესაც ბაჯოების მთელი ოჯახი ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების არცთუ თვალსაამო გარჯას უყურებდა, მათ სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ლეგენდარული „ცხენისკუდაც“.

კრიმინალებმა რობერტო ბაჯო (რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა) მათდა სამარცხვინოდ ვერ იცნეს და ისე მაგრად სცემეს, რობერტოც და მისი ოჯახის სხვა ორი წევრიც სავადმყოფოში აღმოჩნდნენ. პოლიციამ შეძლო კრიმინალების დაკავება და როგორც გაირკვა ყაჩაღები იმ მცირერიცხოვან იტალიელებს განეკუთვნებოდნენ, რომელთაც რობერტო ბაჯოს შესახებ არც კი გაეგონათ.

რაც შეეხება რობერტოს ცხოვრების სხვა ამბებს, იშვიათად ნახავთ ასე უპრეტენზიოდ მცხოვრებ დიდ ფეხბურთელს. როგორც რობის ცოლი, ანდრიენა ფაბრი ამბობს, მათი ოჯახი სიმშვიდისა და უბრალოების განსახიერებაა და სწორედ ისე ცხოვრობენ, ბუდისტებს (როგორც იცით, რობერტო ბაჯომ კარიერის ბოლო წლებში ბუდისტური რელიგია მიიღო) როგორც შეეფერება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094664