რობერტო მანჩინი „ალ-სადის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კატარულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც არის პუნქტი, რომლის თანახმად, მანჩინის ზაფხულში კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება. იტალიელს იმედი აქვს, რომ 2026 წლის ზაფხულში ევროპაში საინტერესო შეთავაზება ექნება.
აღსანიშნავია, რომ 60 წლის სპეციალისტის ანაზღაურება წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება.
რობერტო მანჩინი ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „გალათასარაიში“, „ზენიტსა“ და იტალიის ნაკრებში იმუშავა, რომელსაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.









