„ნაპოლის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდა. ანტონიო კონტეს განკარგულებაში წელს ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ვერ იქნება.
კამერუნელმა ნახევარმცველმა ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის კუნთის მაღალი ხარისხის დაზიანება გამოავლინა. სავარაუდოდ, ანგისა 2-3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს და შეიძლება ითქვას, მისთვის 2025 წელი დასრულდა. აფრიკელი მოედანზე მხოლოდ 2026 წლის დასაწყისში თუ დაბრუნდება.
გამოცდილი ფეხბურთელი აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება და ბუნებრივია, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებსაც გამოტოვებს.
ზამბო ანგისა „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.









