თორნიკე შენგელიას „ბარსელონაში“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - 53 წლის ჩავი პასკუალი. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პასკუალს გუნდი მას შემეგ ჩააბარეს, რაც „ბარსამ“ სეზონი ცუდად დაიწყო, როგორც ევროლიგაში, ისე ლიგა ენდესაში. ის „ბარსელონას“ იდეალურად იცნობს, რადგან 2008-2016 წლებში წვრთნიდა და უამრაი ტიტული მოაგებინა, მათ შრის, 4-ჯერ ლიგა ენდესა და ერთხელ ევროლიგა.
ჩავი პასკუალი ბოლოს „ზენიტში“ მუშაობდა (2020 წლიდან), ხოლო 2016-2018 წლებში ათენის „პანათინაიკოსის“ თავკაცი იყო.









