სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:31 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრებს ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან მატჩის წინ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.

როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ტრავმების გამო მომდევნო შეხვედრებში ვილი სანიოლის გუნდს „კოლოსის“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და „ლოზანას“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ვერ დაეხმარებიან. სანიოლს მათ ნაცვლად არავინ გამოუძახებია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

მოგეხსენებათ, შეკრების დაწყების წინ ნაკრებს ასევე ტრავმების გამო ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდნენ, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთთან მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096547