ფეხბურთი

21:55 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია: "ვიცი ჩემი პოტენციალი, "ოქროს ბურთის" მოგება მომავალში შემიძლია"

ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელმა რაფინიამ განაცხადა, რომ მომავალში ოქროს ბურთის მოგების შანსი ექნება.

როგორც მან თქვა, მეხუთე ადგილი, რომელიც 2025 წელს დაიკავა, მისთვის მოტივაციაა და არა წნეხი:

„ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია. როდესაც ვუყურებ ყველაფერს, რაც „ბარსასთან“ და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მივაღწიე, ვხვდები, რამდენი რამისთვის უნდა ვიყო მადლიერი და არა იმედგაცრუებული... ნამდვილად მადლიერი. ეს მაძლევს მოტივაციას, შრომა გავაგრძელო. ვფიქრობ, მომავალში მექნება შანსი, მოვიგო „ოქროს ბურთი“. ფეხბურთი სავსეა ციკლებით, მჯერა, რომ ჯერ კიდევ ბევრი წელი მაქვს წინ ახალი მიზნების მისაღწევად. "ოქროს ბურთზე" მეხუთე ადგილს მოტივაციად აღვიქვამ და არა ზეწოლად. ვიცი ჩემი პოტენციალი“, - განუცხადა რაფინიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094182