ფეხბურთი

22:56 | 13.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთმა თეორიული შანსიც დაკარგა, ნორვეგია თითქმის მუნდიალზეა

უეფას ზონაში მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტური სამი მატჩით დაიწყო.

D ჯგუფში ისლანდიის ნაკრები ბაქოში აზერბაიჯანს ესტუმრა, რომელიც გუდმუნდსონისა და ინგასონის გოლებით დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა, რითაც მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ისლანდიას 7 ქულა აქვს, ისევე როგორც უკრაინას, რომელსაც 16 ნოემბერს სტუმრად შეხვდება და ეს გადამწყვეტი მატჩი იქნება. აზერბაიჯანი 1 ქულითაა და ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს.

F ჯგუფში სომხეთის ნაკრებმა დაკარგა შანსი მუნდიალზე მოხვედრის, რადგან შინ უნგრეთთან წააგო. არადა, რომ მოეგო, მეორე ადგილზე გადავიდოდა. თუმცა, ახლა იქ უნგრეთია 8 ქულით და დიდი შანსია, რომ დღესვე გაინაღდოს მეორე პოზიცია, თუ ირლანდია პორტუგალიასთან წააგებს. ბოლო ტურში უნგრეთი სწორედ ირლანდიას უმასპინძლებს.

I ჯგუფში ნორვეგიის ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ოსლოში ესტონეთმა მხოლოდ ტაიმი გაძლო, მეორე ნახევარში ნორვეგიელებმა 15 წუთში ოთხჯერ გაიტანეს: ჯერ ალექსანდერ სორლოთმა შეასრულა დუბლი, შემდეგ უკვე ერლინგ ჰოლანდმა. რაც სტუმრებმა შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო. ნორვეგია 21 ქულით ლიდერია და დღეს თუ იტალია მოლდოვაში ქულებს დაკარგავს, ნორვეგია მუნდიალზე გავა 1998 წლის შემდეგ პირველად. თუ ასე არ მოხდა, ბოლო ტურში გაინაღდებს საგზურს, ცხადია, იტალიაში თუ დაახლოებით ორნიშნა ციფრით არ წააგებს, რაც ფანტასტიკის სფეროა. მოკლედ, ნორვეგია აუცილებლად დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს, ხოლო იტალიას ისევ პლეი-ოფში წვალება მოუწევს, რომ ზედიზედ მესამედ არ დარჩეს მუნდიალს მიღმა...

აზერბაიჯანი - ისლანდია 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 გუდმუნდსონი (20), 0:2 ინგასონი (39)

სომხეთი - უნგრეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვარგა (33)

ნორვეგია - ესტონეთი 4:1 (4:1)

გოლები: 1:0 სორლოთი (50), 2:0 სორლოთი (52), 3:0 ჰოლანდი (56), 4:0 ჰოლანდი (62), 4:1 საარმა (65)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094678