ფეხბურთი

1:11 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნმა და გაბონმა მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგეს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის აფრიკის ზონის პლეი-ოფში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა კამერუნი დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე შანსელ მბემბამ გაიტანა.

ნიგერიის ნაკრებმა გაბონი დამატებით დროში 4:1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ვიქტორ ოსიმენმა. ამრიგად, გაბონი და კამერუნი მუნდიალს მიღმა დარჩნენ, ხოლო ფინალში 16 ნოემბერს, ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეხვდებიან. თუმცა მოგებული პირდაპირ ვერ გავა მუნდიალზე, საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში გავა, სადაც მარტში ითამაშებს კიდევ 5 ნაკრებთან ერთად.

ამავე პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვიან აზიიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ერაყი, რომელთა პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი 16 ნოემბერს გაიმართება და გამარჯვებული პლეი-ოფში გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163589