სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:31 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ადრე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 აფრიკული ნაკრები გადიოდა, ახლა 7-8"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოლდოვის ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.

იტალიას 7 ტურში 18 ქულა აქვს, რაც ჯგუფში პირველი ადგილისთვის არ ჰყოფნის და მეორე ადგილზე გადის, შესაბამისად, პლეი-ოფში ითამაშებს. გატუზომ უკმაყოფილება გამოთქვა ფორმატით და თქვა, რომ დაუჯერებელია 18 ქულა მხოლოდ პლეი-ოფისთვის იყოს საკმარისი:

„ყოჩაღ ბიჭებს. მატჩის წინ, 11 ცვლილების გამო ვფიქრობდი, რომ წავაგებდით. 18 წულით წარმოუდგენელია პლეი-ოფში თამაში. ერთ დროს ევროპაში ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადიოდა. მაშინ ორი აფრიკული ნაკრები გადიოდა, ახლა, 7-8...

თამაშით კმაყოფილი ვარ. სამარცხვინოა გულშემატკივრების ობსტრუქცია, რომლებიც გვიყვირიან, რომ უნდა ვიმუშაოთ. იმედგაცრუებული ვარ, ახლა პროტესტის დრო არაა. ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. იმას ვაკეთებთ, რაც უნდა გავაკეთოთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს ჯგუფში პირველობის თეორიული შანსი აქვს, მაგრამ ბოლო ტურში ნორვეგიას მინიმუმ 9:0 უნდა აჯობოს, რაც ცხადია, არარეალურია. ამიტომაც, იტალია ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და პლეი-ოფში ითამაშებს, რაც დიდი რისკია, რომ ზედიზედ მესამედ დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097051