კალათბურთი

9:36 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის კარგი მატჩი და "ტორონტოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება

NBA-ს მორიგი ტურში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა", რომელიც სტუმრად "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და მეტოქე 13 ქულიანი სხვაობით 126:113 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა საბედნიეროდ დაბრუნება მალევე მოახერხა და "კლივლენდის" წინააღმდეგ მორიგი კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და 13 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ტორონტოს" მხრიდან სკოტ ბარნსი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მეტოქე გუნდის ფარში 28 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა დააგროვა 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს მამუს გუნდი 16 ნომბერს "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090045