ბრაზილიელი მოდელი ვალენტინა სამპაიო სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის - Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების გამრეკლამებელი პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. სამპაიო ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში აღნიშული ტანსაცმლით მოდის კვირეულის პოდიუმზე გამოვიდა.
ვალენტინა სამპაიო წლების განმავლობაში იძახდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორები იყო მისი ტრანსგენდერობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თვალსაამო გარეგნობაც „ზავაცკოი“ იყო. თუმცა ახლა დადგა ჟამი სიმართლის თქმისა და როგორც იქნა აღიარა, რომ მისი სილამაზე და სიკისკისე პლასტიკური ქირურგების დიდებული ნამუშევარია.
ერთბაშად ჰოლანდიური, აფრიკული და ბრაზილიის აბორიგენეული (ამაზონური) წარმოშობის 28 წლის ვალენტინა სამპაიო ის ადამიანია, რომელსაც პოპულარობა და წარმატება მუდამ თან სდევდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, ზემოაღნიშნულმა აღიარებამ მას რამე დააკლოს. ალბათ უფრო პირიქით.









