"ლივერპულმა" 2025-2026 წლების სეზონის წინ ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა და ჯამში მერსესაიდელებმა ახალწვეულებში 450 ფუნტი დახარჯეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა არნე სლოტის შეგირდებმა სეზონი არასახარბიელოდ დაიწყეს და 11 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Rousing The Kop-მა ლივერპულის ახალწვეულებზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისინი ფეხბურთელების სათამაშო ფორმას ქულების საშუალებით აფასებენ. აღსანიშნავია, რომ ახალწვეულთა შორის ყველაზე მაღალი 7-ქულიანი შეფასება ჰუგო ეკიტიკესთან ერთად გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა.
გამოცემა ქართველის ტრანსფერს შემდეგნაირად აფასებს:
"მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად „ლივერპულს“ 2024 წელს შეუერთდა, გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში პირველად ითამაშა კლუბის რიგებში და შედეგად, შეიძლება ახალ შენაძენად ჩაითვალოს.
ალისონ ბეკერის სექტემბერში ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ, ქართველს ბევრი შანსი მიეცა, რომელსაც კარგად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი არც მამარდაშვილისთვის იყო საუკეთესო და არც "ლივერპულისთვის", 24 წლის ფეხბურთელმა დაგვანახა, თუ რატომ სურდათ „წითლებს“ მისი დამატება ასე ძალიან", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, "ლივერპულის" ყველა ახალწვეულების შეფასება შემდეგნაირად გამოიყურება:
ჰუგო ეკიტიკე - 7
გიორგი მამარდაშვილი - 7
ფრედი ვუდმენი - 5
ალექსანდერ ისაკი - 5
ჯერემი ფრიმპონგი - 4/10 მილოშ კერკეზი - 3/10 ჯოვანი ლეონი - არ შეფასებულა ფლორიან ვირცი - 4/10









