სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:36 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

ხვალ, 15 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

როგორც ცნობილი ხდებ,ა ხვალინდელი მატჩი ხოსე მანუელ ოჩოტორენას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.

ხოსე მანუელ ოჩოტორენა "ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების წევრი იყო, ხოლო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა. ბოლო ის "ვალენსიაში" მუშაობდა და მასთან მუშაობა გიორგი მამარდაშვილსაც მოუწია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი ხვალ, 15 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.




სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094794