მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთს უმასპინძლეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს საკვალიფიკაციო ეტპზე 7-დან 7 გამარჯვება აქვთ და ტანაც ისე, რომ საკუთარ კარში გოლი ჯერ არ მიუღიათ.
სერბეთთან მშრალად შენახული კარით ჯორდან პიკფორდი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა. კონკრეტულად "ევერტონის" კარის დარაჯმა ზედიზედ მე-9 ოფიციალურ მატჩში შეინახა კარი მშრალად, რითაც პიტერ შილტონის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 1989 წელს 8-ჯერ ჰქონდა კარი მშრალად შენახული.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ინგლისელები 16 ნოემბერს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავენ.





