სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:52 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მინდა, ფეხბურთის ისტორიაში კვალი დავტოვო, ამიტომ, მინიმუმ კიდევ 400 გოლი უნდა გავიტანო"

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს კარიერაში უკვე 400 გოლი დაუგროვდა. ამ შედეგს უკრაინასთან შესრულებული დუბლით მიაღწია.

მან მატჩის შემდეგ თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ფონზე ეს შედეგი არაფერია და კიდევ მინიმუმ 400 გოლი უნდა გაიტანოს:

„400 გოლი ხალხს არ აოცებს. მინდა, ფეხბურთის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო, ამიტომ კიდევ მინიმუმ 400 უნდა გავიტანო. ერთს 950+ გოლი აქვს, მეორეს კი 900+, 400 საკმარისი არ არის იმ მოთამაშეების წრეში დასარჩენად, რომლებიც ხალხს შოკში აგდებენ.

როდესაც „რეალში“ მატჩს ვერ იგებ, ხალხი ბევრს ლაპარაკობს. ბოლო ორ მატჩში ცუდად ვითამაშეთ და ეს ვიცით, მაგრამ შესვენების შემდეგ „ელჩეს“ დასამარცხებლად მზად ვიქნებით. ყველანი ერთიანები ვართ, რომ ამ სეზონში ყველა ტიტული მოვიგოთ“, - აღნიშნა მბაპემ, რომელმაც მცირე დაზიანების გამო საფრანგეთის ნაკრების შეკრება დატოვა და მადრიდში დაბრუნდება.

კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 93 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა, მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება ოლივიე ჟირუს (137 მატჩში 57 გოლი), რომელსაც რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გადაასწრებს.

კილიან მბაპესთვის ეს სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ბრწყინვალე ფორმაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095153