სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:35 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ხულიან ალვარესის შესაძენად კოლოსალურ შეთავაზებას ამზადებს

მადრიდის "ატლეტიკოსა" და არგენტინის ნაკრების შემტევით ხულიან ალვარესით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული და მის შესაძენად კოლოსალურ შეთავაზებას ამზადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" მზად არიან 2026 წლის ზაფხულში ალვარესის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 132 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. ლონდონში ფიქრობენ, რომ ალვარესის სათამაშო სტილი კარგად მოერგება გუნდს და უფრო გააძლიერებს. არგენტინელი შემტევით მოხიბლულია თავად ენცო მარესკაც.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" 2024 წელს "სიტიდან" გადავიდა და მადრიდულ კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს. ალვარესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 9 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.097196