ფეხბურთი

18:47 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "რთულ მატჩს ველოდებით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ თამაშთან, როცა აქ 7:1 მოვიგეთ"
"საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობენ, მათ შორის - ესპანეთში"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალფიიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოსთან ნაკრებთან მატჩის წინ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება და ამ შეხვედრას არაფერი აქვს საერთო ორი წლის წინანდელ დაპირისპირებასთან, როცა ესპანელებმა თბილისში 7:1 მოიგეს.

„ხვალ რთულ მატჩს ველი. ეს სრულიად განსხვავდება ორი წლის წინანდელი გამოცდილებისგან, როცა აქ ვითამაშეთ. საქართველოს კარგი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც უმაღლესი დონის ლიგებში ასპარეზობენ, მაგალითად, ესპანეთში. იმედია, კარგი დღე გვექნება და გავიმარჯვებთ. ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს ეს მატჩი ჩვენთვის.

ჩვენი მიზანია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი ახლაა ეს არის, რათა პრაქტიკულად უზრუნველვყოთ ეს საკითხი. ცოტა დრო გვაქვს სამუშაოდ, მაგრამ გვყავს რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშე. ყოველთვის ძალიან კონკურენტუნარიანი ვართ, რაც მატჩების წინ სიმშვიდეს გვაძლევს. ყველა თამაში განსხვავებულია. მინდა ხაზი გავუსვა ამ მატჩის სირთულეებს.

სამწუხაროდ, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჟამად ტრავმირებულები მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნებიან. ტრავმები ყოველთვის არსებობს. კიდევ ბევრი თვეა დარჩენილი, მაგრამ გრაფიკი ძალიან დატვირთული და მომთხოვნია. ვილოცებთ, რომ ტრავმები არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ იმედგაცრუებები გველოდება.

იამალის ამბავი? საუკეთესო ამბავი ის არის, ლამინს კარიერაში ძალიან ბევრი დრო აქვს. ამჟამად რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშე გვყავს და ჩვენი ერთადერთი მიზანი ხვალინდელი თამაშის მოგებაა. ყველა კლუბთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ ყველაფრის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. უნდა გავაუმჯობესოთ, რათა უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ და მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ბრძოლა შევძლოთ.

ყოველთვის საინტერესოა ასეთი ენთუზიაზმით სავსე ქვეყნის ხილვა, მაგრამ ჩვენ ფეხზე უნდა ვიდგეთ. აქ არავინ არაფერს თმობს და გამარჯვება ძალიან რთულია. გვინდა, რომ თამაშიდან თამაშამდე ვიაროთ. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების სულისკვეთება აღვადგინეთ. ეს შედეგებში ისახება. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები მიჯაჭვულები არიან ეროვნულ ნაკრებზე. შესაძლოა, უფრო თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ვეცადოთ ამის გაუმჯობესებას. ყველამ უნდა ვეცადოთ, რადგან ეს ქვეყნისთვის კარგია. მსურს, რომ ამ მხრივ განვითარდეთ.

ამ ჯგუფთან იმდენად ძლიერი კავშირი მაქვს, რომ მინდა, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდეს, ან სულ მცირე, ყველას მეხსიერებაში დარჩეს. მინდა, რომ ეს იყოს ეროვნული გუნდი, როგორიც 2008, 2010, 2012 წლებში იყო, როცა გუნდი ლეგენდარული გახდა და რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. ამ მოთამაშეთაგან ბევრს შეუძლია ისტორიის დაწერა.

მარჯვენა მცველი? კარვახალი გამოჯანმრთელდება, პედრო პორო ძალიან კარგად თამაშობს, მარკოს ლორენტესაც შეუძლია თამაში... 21-წლამდელთა ნაკრებში, შესანიშნავი მცველები არიან... ძალიან მშვიდად ვარ, რადგან ამ პოზიციაზე ძლიერი ახალგაზრდული სისტემაა.

დანი ოლმო ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის საჭიროა. მაშინაც კი, როცა თავის კლუბში კარგად არ თამაშობს, აქ ყოველთვის კარგად თამაშობს. ევროპის ჩემპიონატზე ფიზიკური პრობლემებით იყო და შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა. სადაც არ უნდა ითამაშოს, ძალიან კარგად ითამაშებს. ის ყოველთვის თავის წვლილს შეიტანს გუნდში“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს (21:00 საათზე), ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094791