ფეხბურთი

19:16 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ სუბიმენდი: "საქართველოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მარტინ სუბიმენდიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან თავის გუნდზეც ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც:

"გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ წარმომიდგენია (მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში). თუმცა, ჯერ კიდევ უნდა გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. ბოლო მატჩამდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ამ მომენტში მხოლოდ საგზურის მოპოვებაზე ვფიქრობთ. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ ერთიანი გუნდი გვყავს. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს გვეხმარება საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაში.

მერინო? გოლების გატანის მისი უნარი მაოცებს. დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ თამაშის ამ ასპექტის გაუმჯობესება სურდა. ის ძალიან გაუმჯობესდა. ის გულმოდგინედ ვარჯიშობს. კალენდარი? არ ვიცი, რაზე საუბრობენ. ბევრი მატჩია, მაგრამ მირჩევნია გავაგრძელო თამაში და ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ.

საქართველოს ძალიან კარგ კლუბებში რამდენიმე მოთამაშე ჰყავს: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე... ისინი ყოველთვის ძალიან გვირთულებდნენ საქმეს და უფრო მეტად მათ გუნდურ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ვიდრე ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ისინი ბურთის დაკარგვის შემდეგ სწრაფად ცდილობენ მის დაბრუნებას და ამან წინა თამაშში პრობლემები შეგვიქმნა. ზოგჯერ კარგად ვერ ვაკონტროლებდით სიტუაციას და შეიძლებოდა ეს ჩვენთვის ცუდად დასრულებულიყო. ამიტომ, ახლა, მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან კონცენტრირებულები და ზუსტები უნდა ვიყოთ“, - თქვა სუბიმენდიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს (21:00 საათზე), ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090178