ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს წიგნის პრეზენტაციაზე ბიძამ კვერცხები ესროლა.
რუბიალესი, რომელსაც ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელ, ჯენი ერმოსოსთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია, წიგნის პრეზენტაციას ატარებდა, როდესაც მოულოდნელად დარბაზში ხმაური ატყდა და კვერცხები დაუშინეს.
როგორც გაირკვა, ეს ბიძამისმა, მამის უმცროსმა ძმამ გააკეთა: „ის ბიძაჩემია. დიდად არც მიკვირს, ყოველთვის პრობლემური ადამიანი იყო. უარესის მეშინოდა, რომ შეიარაღებული იყო და ისროდა“, - უთხრა ლუისმა ესპანურ მედიას.
როგორც ცნობილი გახდა რუბიალესის ბიძა პოლიციამ დააპატიმრა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.









