ფეხბურთი

22:40 | 14.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის გოლი და საგოლე პასი: არგენტინამ ანგოლაში მოიგო

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები დამდეგი მუნდიალისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ლიონელ სკალონის გუნდი ანგოლას ეწვია და 2:0 გაიმარჯვა. პირველივე ტაიმის მიწურულს ლიონელ მესის პასით ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მათ როლები გაცვალეს - ამჯერად ლაუტაროს პასით მესიმ გაიტანა და სხვაობა გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ანგოლის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა და ანგოლაში არგენტინის ნაკრები სპეციალურად მიიწვიეს, რის გამოც დიდძალი თანხა გადაუხადეს - 12 მილიონი ევრო, საიდანაც გადასახადების გადახდის შემდეგ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას წმინდა 7 მილიონი დარჩებოდა.

საინტერესოა, რომ მატჩს 50 000 გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც ბილეთები სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად შეიძინეს.

არგენტინამ 2025 წელი ამ მატჩით დაასრულა და მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, ესპანეთთან ფინალისიმას ეგიდით ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099798